18 თებერვალი, 2015

კეტი პერი ავადაა

keti444ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალი კეტი პერი ავადაა. როგორც პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა უცხოელ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. გადატვირთული საკონცერტო ტურნეების გამო, მას ქრონიკული ტკივილები დაეწყო, რის გამოც, ის სცენაზე 100 პროცენტით დახარჯვას ვერ ახერხებს:

“ჩემმა მუხლებმა მიმტყუნეს. ქრონიკული ტკივილი დამჩემდა. ბოლო პერიოდში საშინლად მაწუხებს. ყოველი ჩემი პერფორმანსის შემდეგ თავი ოლიმპიურ ჩემპიონად მიმაჩნია, რადგან საკმაოდ რთული ნომრები მაქვს მომზადებული უშველებელ სცენებზე. არ შეეძლო ამ ყველაფერს ჩემს ჯანმრთელობაზე გავლენა არ მოეხდინა. ახლა ნემსებს ვიკეთებ ყოველ ორ-სამ დღეში და გამოჯანმრთელების იმედი მაქვს.”