20 თებერვალი, 2015

“კარიბის ზღვის მეკობრეები 5”-ის გადაღებები დაიწყო

karibis123 ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის ქორწინებიდან 10 დღის შემდეგ, “კარიბის ზღვის მეკობრეების” მეხუთე ნაწილის გადაღებები დაიწყო და მსახიობიც კვლავ კაპიტან ჯეკ ბეღურად გადაიქცა. ფილმში ჯონი დეპთან ერთად მონაწილეობენ ხავიერ ბარდემი, კაია სკოდელარიო, სტივენ გრემი, ბრენტონ ტუეიტესი და გოლშიფთ ფარაჰანი. ჯეფრი რაში ისევ კაპიტან ბარბოსას განასახიერებს, კევინ მაკნელი კი ჯოშემ გიბსის.

ინტერნეტში უკვე გავრცელდა პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან, რომელიც ავსტრალიაშია განთავსებული. “კარიბის ზღვის მეკობრეების” მეხუთე ნაწილს ავტორებმა ასე უწოდეს “კარიბის ზღვის მეკობრეები 5: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან”.

როგორც ამბობენ, ამ ნაწილში კაპიტან ჯეკ ბეღურას აღარ უმართლებს, ის ახალ სახიფათო თავგადასავლებში ეხვევა: მოჩვენება-მეკობრეები ჯეკი ბეღურას დაუძინებელი მტრის, კაპიტან სალაზარის მეთაურობით ეშმაკის სამკუთხედიდან გამოაღწევენ. მათ გადაწყვეტილი აქვთ, ზღვაში ყველა მეკობრე ამოხოცონ. ჯეკ ბეღურასა და მის მეგობრებს კი გადარჩენაში მხოლოდ ერთი რამ დაეხმარებათ. ეს დიდი ძალის მქონე არტეფაქტი – პოსეიდონის სამკაპია, რომელიც მფლობელს ზღვის კონტროლის შესაძლებლობას ანიჭებს.

“კარიბის ზღვის მეკობრეების” მეხუთე ნაწილის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის 7 ივლისს არის დაგეგმილი.