4 თებერვალი, 2015

ჯენიფერ ლოპესი სახლს ყიდის

jei-lo4მომღერალი ჯენიფერ ლოპესი ჰაიდენ ჰილზში მდებარე თავის ფეშენებელურ სახლს ყიდის. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ის თავის სახლს ფინანსური პრობლემების გამო კი არ ელევა, არამედ იმიტომ, რომ დაიღალა სახლიდან სამსახურამდე ერთსაათიანი მგზავრობით.

ამჟამად მომღერალს American Idol-ში იღებენ, რაც მისი საცხოვრებელი სახლიდან საკმაოდ შორს არის, ამიტომაც ჯეი ლოს სურს სახლი სადმე სამსახურთან ახლოს შეიძინოს.

მომღერალი თავის ფეშენებელურ სახლში, რომელშიც 13 საძინებელია, 17 მილიონ დოლარს ითხოვს. 1500 კვადრატულ მეტრიან სახლში მომღერალს აქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია, უზარმაზარი სასადილო, საცეკვაო სტუდია, 20 მაყურებელზე გათვლილი კინოთეატრი, ლაუნჯ ბარი და სხვა გასართობები.

სად სურს დასახლება მსოფლიო ვარსკვლავს, ჯერჯერობით უცნობია.