17 თებერვალი, 2015

ირაკლი ჩარკვიანის პირადი წერილები წიგნად გამოიცა

irakli-Carkviani678მწერლის, პოეტისა და მუსიკოსის ირაკლი ჩარკვიანის პირადი წერილები გასაჯაროვდა. გამომცემლობა “ინტელექტი” მალე საზოგადოებას წარუდგენს ახალ კრებულს ირაკლი ჩარკვიანი “პირადი წერილები”. პრეზენტაცია 24 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეს არის დანიშნული.

ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურული მემკვიდრეობა – პოეზია, მოთხრობები, რომანი – წარმოუდგენელია მისი პერსონის, ავტობიოგრაფიული ნაკადის გარეშე. უფრო მეტიც, ავტორი თვითონვე ცდილობს, ღრმად ჩაიძიროს საკუთარ თავში და შეუბრალებლად გულწრფელი იყოს. რაღაცის შელამაზებას კი არ ეცადოს, არამედ ყველაზე ნამდვილი სიტყვებით გამოხატოს ის განცდები და შეგრძნებები, რომელიც სხვადასხვა დროს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში ეუფლება.

პირადი წერილებიც ამ ნაკადის განუყოფელი ნაწილია. ოღონდ აქ გაცილებით მეტი რეალური პერსონაჟი და გეოგრაფიული პუნქტია. ერთმანეთს ენაცვლება აღელვებული და მგრძნობიარე ხელით შევსებული ფურცლები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ერთადერთ მისამართზე, ერთადერთ ადრესატთან:

საქართველო, თბილისი, ნიკოლაძის ქუჩა, ირაკლი ჩარკვიანს…

თარგმნა გვანცა ჯობავამ.”