Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

24 თებერვალი, 2015

ir2მუსიკოსის, მწერლისა და პოეტის ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. ამ დღეს ვაკის მედიათეკაში მისი პირადი წერილების პრეზენტაცია გაიმართა.

ირაკლი ჩარკვიანი 45 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ქართველი მუსიკოსი, პოეტი და წიგნის ავტორი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში ცნობილი იყო ფსევდონიმით „მეფე“.
მისი მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო ჯგუფ „არიშთან“ ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი“ გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ. „ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.

ირაკლი სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობდა და მუდამ მუშაობდა ახალ მუსიკალურ კომპოზიციებზე. საბოლოოდ გადაწყვიტა სოლოკარიერა დაეწყო და ჩაწერა სიმღერები, მოგვიანებით კი გამოსცა დისკიც. მისი სოლო-დებიუტი დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

არანაკლები გამოხმაურება ჰპოვა მისმა მეორე ალბომმა “აფრენ”, სიმღერა “საქართველო” კი მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები გახდა. მომღერალმა ჩაწერა ალბომები “ამო”, “სავსე”. ამ პერიოდში ირაკლიმ დაიწყო სტუდიური მუშაობა სახლში ბევრ ახალ სიმღერაზე და იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. სწორედ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.

მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული “თეთრი ღმერთი”.