20 თებერვალი, 2015

Imagine Dragons-მა ახალი ალბომი გამოუშვა

imagine123ამერიკულმა როკ ჯგუფმა Imagine Dragons-მა ახალი ალბომი Smoke And Mirrors გამოუშვა. მასში 13 სიმღერაა შესული, მათ შორის, Gold, Shots, I Bet My Life, Warriors, Monster.

ეს ჯგუფისთვის მეორე ალბომია. პირველი იყო Night Visions, სადაც შედიოდა სიმღერები: Radioactive, Demons, On The Top Of The World და სხვა. მათმა 5 სიმღერამ ბილბოარდის 100-ეულში მოხვედრა მოახერხა. სიმღერა Radioactive გაიყიდა უფრო მეტი, ვიდრე ამერიკაში გამოშვებული 9 მილიონი სიგნლი.

ჯგუფი, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისმა შემადგენლობამ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, ამჟამად კი მისი წევრები არიან დენ რეინოლდსი (სოლისტი), დანიელ ვეინ შერმონი (გიტარისტი), დანიელ პლატსმანი (დრამერი) და ბენ მაკკი (ბასისტი). მათი სიმღერები სხვადასხვა ფილმებსა და კომპიუტერულ თამაშებში ჟღერს.

ახალი ალბომის გამოშვებასთან ერთად, ჯგუფი 2015 წელს საკონცერტო ტურნეს ჩატარებასაც გეგმავს.