24 თებერვალი, 2015

ია სუხიტაშვილი: „გიჩივლებთ!”

suxitashvili-ia7777რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი იმუქრება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გაოგნებულია ამდენი ბოროტი და შურიანი ადამიანის არსებობით:

„დაუკრეფავში გადავიდნენ, ასე არ ხდება… ნაკაშიძეზე და მიშაზე ისეთებს წერენ, რომ გადაიფსეს თავზე. ორი დღეა ლამის გული გამისკდეს, ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე, თურმე, ქვეყნის რა ბრალია, უვარგისები ვყოფილვართ და ამიტომაა, ჩვენს ქვეყანას ასე ცუდად რომ მისდის საქმე… ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში, მაინც არ მჯეროდა ბოლომდე. სრული სერიოზულობით ვამბობ, მოეშვით ისტორიების შეთხზვას, ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტს ვუჩივლოთ! ვიჩივლებთ, რომ ჩამოვალთ და სახალხოდ ბოდიშსაც მოიხდიან.”