Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოგი ჭიჭინაძემ თანამდებობა დატოვა

19 თებერვალი, 2015

gogi-tchitchinadze123ქუთაისის მელოტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ თანამდებობა დატოვა.

დირიჟორმა ამ თანამდებობაზე 1,5 წელი იმუშავა. მაესტრო ქუთაისში ოპტიმისტური განწყობით გაემგზავრა და განაცხადა, რომ თუკი ხელშეწყობა და თანადგომა იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან, მას ქუთაისის ოპერაში მასშტაბური გეგმების განხორციელება სურდა. სამწუხაროდ, დაპირებები დაპირებებად დარჩა და დირიჟორიც იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.

გოგი ჭიჭინაძემ ორჯერ მიმართა კულტურის სამინისტროს ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის განცხადებით. პირველად მისი დაყოლიება სამინისტრომ შეძლო და ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დატოვა. მეორედ კი მან თავისი სიტყვა აღარ გადათქვა და განცხადების დაკმაყოფილება კატეგორიულად მოითხოვა.

მიხეილ გიორგაძის უწყებამ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი დღეს გამოაცხადა. მსურველებს კულტურის სამინისტროში განაცხადების წარდგენა 6 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.