Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოგენის ნახატი 300 მილიონად გაიყიდა

8 თებერვალი, 2015

gogeni8The New York Times-ის ცნობით, მსოფლიოში ცნობილი მხატვრის პოლ გოგენის ნახატი “Nafea Faa Ipoipo” (“როდის გათხოვდები”) 300 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ნამუშევრის გაყიდვა უკვე დაადასტურა მისმა მფლობელმა შვეიცარიელმა კოლექციონერმა რუდოლფ შტეხელინმა. ნახატი ყატარის მუზეუმმა შეიძინა, რომელიც ემირატების მუზეუმებისთვის ღირებულ ნამუშევრებს აგროვებს. მუზეუმის წარმომადგენლის თქმით, გოგენის ეს ტილო ყველაზე ძვირებულია მსოფლიოში გაყიდულ ფერწერულ ტილოებს შორის.

გოგენის “როდის გათხოვდები” 1892 წლით არის დათარიღებული და ის 50 წლის განმავლობაში შვეიცარიის ქალაქ ბაზელის ხელოვნების მუზეუმში იყო განთავსებული. ბაზელის მერის გაი მორინას ცნობით, ამ ნახატის გაყიდვა მათი ქალაქისთვის დიდი დანაკარგია.

კუთვნილ ნამუშევარს მყიდველები მხოლოდ 2016 წლის დასაწყისში მიიღებენ, მას შემდეგ, რაც გოგენის ნახატი მადრიდში და ვაშინგტონში გამოიფინება.

პოლ გოგენი ფრანგი ფერმწერია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა. მხატვარი, რომელიც ტაიტში 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია.