17 თებერვალი, 2015

გიული ჩოხელს ვარსკვლავს გაუხსნიან

giuli555ცნობილი ქართველი ჯაზმომღერლის გიული ჩოხელის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისი ივენთ ჰოლში კონცერტი გაიმართება, რომელსაც დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისივვე სახელობითი ვარსკვლავის გახსნა დააგვირგვინებს.

მომღერალს 25 წელია მსმენელისთვის აღარ უმღერია, მაგრამ საიუბილეო საღამოზე ორი სიმღერის შესრულებას აპირებს. არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული მომღერალი ასაკს არ უშინდება და თავის პროფესიაში ახლაც აქტიურად იხარჯება.

გიული ჩოხელის ჩანაწერები ინახება ეროვნულ არქივში. მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი “მღერის გიული ჩოხელი” და მისი რეჟისორი ზაალ კაკაბაძეა. გიული ჩოხელის სიმღერა შესულია რეჟისორ ირაკლი ასათიანის დოკუმენტურ ფილმში „საქართველოს საესტრადო სიმღერები“.