2 თებერვალი, 2015

გიორგი ცაგარელი კულტურის სამინისტროს უპირისპირდება

zzz2ახალგაზრდა ალტისტი გიორგი ცაგარელი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს უპირპისპირდება. ის მხარდაჭერას უცხადებს ახალგაზრლდა მევიოლინეს ია დავითაშვილს და მიხეილ გიორგაძის უწყებას პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს:

“საყდრისის დანგრევას ხელს აფარებდით – კულტურული მემკვიდრეობა პრიორიტეტი არ არის!

ჯანლუკა მარჩანო გააქციეთ – თბილისის ოპერა პრიორიტეტი არ არის!

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს (90წლის გახდა) თავზე ჭერი ენგრევა, 1 წელია შენობა აღარ აქვს – სახელმწიფო ორკესტრი პრიორიტეტი არ არის!

ზალცბურგის მოცარტეუმში ქართველ სტუდენტს დაფინანსებაზე უარს ეუბნებით – კიდევ ერთი ქართველის წარმატება პრიორიტეტი არ არის!

ნიჭიერ და შემდგარ კინორეჟისორებს კინოსთვის ფულს არ აძლევთ და, მსოფლიოს კინემატოგრაფისტთა გუნდი რომ აღიარებს, მერე ხვდებით უთავმოყვარეოდ ტაშისკვრით, ეგებ გამოჩნდეთ “სხვების” ხარჯზე მოპოვებულ აღიარებაში და ასე მაინც ჩაგეთვალოთ- აღიარებამდე კი ქართული კინო პრიორიტეტი არ არის!

აბა რა დედითქვენის არის???”