8 თებერვალი, 2015

გიორგი სუხიტაშვილი: ’’ეს მაუბედურებს!’’

suxita7ჯეოსტარის გამარჯვებული და თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი გიორგი სუხიტაშვილი თავის ბედნიერებასა და უბედურებაზე საჯაროდ საუბრობს:

“ვიდრე მე ვიარსებებ, მექნება თვალში სხივი და ყურში სმენა, დარწმუნებული ვარ, იარსებებს მუსიკა, კარგიც და ცუდიც, სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრებიდან ადამიანები მიდიოდნენ მიდიან და წავლენ, ზოგი ცხოვრებას მიჰყავს, ზოგი თვითონ მიდის, ზოგს მე ვუშვებ და ზოგიც, უბრალოდ, იღუპება, ამას ვერ შეცვლი. ერთადერთი ვინც არ დამიპატიჟებია, ვინც არ მემორჩილება, ვისაც ვერ გავუშვებ, ვერც მოვკლავ და არც მოკვდება, ეს მუსიკაა. რომელიც მაბედნიერებს და მაუბედურებს ერთდროულად, რომელიც მიყვარს და მძულს, მაგრამ ის ჩემი ნაწილია.”