13 თებერვალი, 2015

გიორგი ნაკაშიძე კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ

giorgi-nakashidze23456ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ფილმის “მანდარინების” შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

როგორც ფილმში მთავარი როლის შემსრულებლებმა, გიორგი ნაკაშიძემ და მიშა მესხმა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა “სხვა შუადღეში” აღნიშნეს, მათ ხელისუფლების მხრიდან არანაირი ყურადღება არ ექცევათ და არც არანაირი დაფინანსება არ აქვთ.

გიორგი ნაკაშიძის განცხადებით, “ოსკარების” დაჯილდოვების ცერემონიაზე წასვლა მხოლოდ თვითმფრინავში ჩაჯდომა და გაფრენა არ არის. ელემენტარული ფინანსებია საჭირო იმისათვის, რომ შემოქმედებითი დასი ღირსეულად წარსდგეს მსოფლიოს ნომერ პირველ ღონისძიებაზე, სადაც ქართული ფილმი პირველად მოხვდა:

„დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროში იმდენი მსახიობი მუშაობს, რომ კარგად იციან მსახიობების პრობლემები. საქართველოს ისტორიაში განა რამდენჯერ მოხდა “ოსკარზე” ქართული ფილმის დასახელება? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ოსკარზე გამგზავრება მარტო თვითმფრინავში ჩაჯდომა და წასვლა არ არის?!“