Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი ნაკაშიძე განმარტებებს აკეთებს

25 თებერვალი, 2015

giorgi-nakashidze2კინომსახიობთა თეატრის მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს აფასებს და მიშა მესხის ჩაძინების ფაქტსაც განმარტავს:

“48 საათი გზაში იყო ბევრი სულელური მიზეზის გამო და ცერემონიალზე ყველა თავისუფალ წერტილში დალევას გთავაზობენ, მოჰიტო დალია ოთხი ჭიქა, აბა მიშა რისი მიშაა და მერე ოსკარს დაესიზმრა მიშა! მე ვფიკრობ რომ მიშას ეს მდგომარეობა ოსკარის ქრონიკის ერთ-ერთი დაუჯერებელი ფოტო იქნება, ჩემი თხოვნაა მსახიობს ცოტა ბუნებრივად გიჟ არსებას, არ უნდა მოვთხოვოთ ბანკირის საქციელი! ყველას უდიდესი მადლობა თანასგომისთვის! მთელი ჩვენი შინაგანი სურვილი გაჟღენთილი იყო საქართველოზე და ჩვენი თანამემამულეების სიხარულით რომ აგვეღო მთავარი პრიზი, მე წარმომედგინა რომ ასეთ შემთხვევაში დინამო თასების თასის მფლობელი რომ გახდა, ჩვენი საყვარელი ქალაქი იმ ყველაფერს თავიდან განიცდიდა, მაგრამ ფინალში პენლებით წავაგეთ. რაც თქვენ თვითონაც იცით როგორი დიდი ტკივილია ჩვენთვის, მაგრამ ვერცხლის ჯილდო ნომინაცია მივიღეთ! რაც გულზე ხელი რომ დავიდო ამხელა მსოფლიოს ყველა შემოქმედის ოცნებაა! ჩვენ ეს შევძელით! გილოცავთ! ცხოვრება მშვენიერია! იფიქრეთ, რომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე გულით და დიდი უანგარო სიყვარულით ვაკეთოთ!”