5 თებერვალი, 2015

“გალობანი სინანულისანი” – პრემიერა ჯანსუღ კახიძის ცენტრში

davit58 თებერვალს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი პრემიერა გაიმართება.

შესრულდება შავლეგ შილაკაძის ორატორია “გალობანი სინანულისანი”, რომელშიც მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ ლაგვილავა – ბარიტონი, ზურაბ ყიფშიძე – დეკლამატორი, ვაჟთა გუნდი, ხელმძღვანელი – გივი მუნჯიშვილი, დირიჟორი – შავლეგ შილაკაძე.

საპრემიერო საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 3-10 ლარია.