2 თებერვალი, 2015

ეროვნული არქივის ექსპედიცია გელათში ჩავა

Gelati-Monastery2საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის „ეროვნული არქივის ექსპედიციები“ ფარგლებში, გელათის მონასტრის ფოტო და ვიდეოგადაღება იგეგმება.

პროექტი საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკვე გადაღებულია გრემისა და ნეკრესის ტაძრები, ვარძიის კომპლექსი და უჯარმის ციხე.

ეროვნულ არქივში დაცულია ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ უნიკალური კინო და ფოტოდოკუმენტები. ამ პროექტის ფარგლებში შეგროვილი მასალები კიდევ უფრო გაამდიდრებს უკვე არსებულ საგანძურს და მცირე ხანში ფასდაუდებელი წყარო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის.