ერეკლე დეისაძე ახალ წიგნზე მუშაობს

erekle6მუსიკოსი და მწერალი ერეკლე დეისაძე ახალ წიგნზე მუშაობს. ნაწარმოებს “რუსული არდადეგები” ჰქვია და ის 2008 წლის აგვისტოს ომზეა დაწერილი.

როგორც ერეკლე დეისაძე ამბობს, წიგნი ერთ თვეში იქნება მზად. ავტორი პროვოკაციულობის ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს და “საიდუმლო სირობის” შემდეგ მორიგ სკანდალს შესთავაზებს მკითხველს.

ნაწარმოებში აგვისტოს ომი მძვინვარებს, რუსული ტექნიკა უკვე თბილისშია შემოსული და აღწერილია, რა ხდება ამ დროს თბილისში. პერსონაჟებს შორის რიგით მოქალაქეებთან არიან პოლიტიკოსის ცოლებიც.

ავტორი არ მალავს, რომ წიგნი სწორედ პოლიტიკოსების ცოლებზეა გათვლილი და კიდევ იმაზე, რომ ხალხმა რაღაც თემების მიმართ ცოტა მეტი გულწრფელობა გამოიჩინოს.