25 თებერვალი, 2015

ელდარ შენგელაია დახმარებას ითხოვს

eldar_shengelaia22კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დახმარებას ითხოვს. როგორც ხელოვანმა განაცხადა, მას მზად აქვს სცენარი ახალი ფილმისთვის, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა დაუბლოკა:

“ეროვნულ კინოცენტრში უნდა დამყარდეს წესრიგი. იყო კონკურსი, სადაც ჩემი სცენარი ჩააგდეს, მერაბ კოკოჩაშვილის სცენარი ჩააგდეს, გიორგი ოვაშვილის სცენარი ჩააგდეს. ჟიურიში იყვნენ დოკუმენტალისტები, კოტე ჯანდიერი, დრამატურგი გაბუნია და კლიპმეიკერი ქავთარაძე. კლიპმეიკერმა რატომ უნდა იმსჯელოს ჩემს სცენარზე ან კოკოჩაშვილის სცენარზე ვერ გავიგე. არადა, ყაზახეთი მაძლევს ფულს, ესპანელები შემოდიან ტექნიკით, სულ პატარა ფული მჭირდება, რომ გადავიღოთ კინო. 400.000 ლარია საჭირო და შეიქმნება ქართულ-ესპანურ-ყაზახური ფილმი. ეს არის სატირული კომედია, იქ მთავარი გმირია მინისტრი. ეს არის თემა სკამი – რომ ადამიანს უყვარს სკამი, არ უყვარს არც ცოლი, არც შვილი, მთავარია მისთვის სკამი. ნეტავ კარგი ფილმი გამოვიდეს, რომ მაყურებელს მოეწონოს. ორი წელია როგორც სოსო დადიოდა “ცისფერ მთებში”, მეც დავდივარ კაბინეტებში იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სულ იჯდებიან ამ სკამებზე,” – განაცხადა კინორეჟისორმა “მაესტროში” სტუმრობისას.