Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეკა ხოფერიას აკრიტიკებენ

26 თებერვალი, 2015

eka7ტელეწამყვან ეკა ხოფერიას ბოლო გადაცემამ მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჭარბწონიანი სტუმრების შოუში მიწვევასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა განმარტებები გააკეთა:

“გიორგი იყო რეალითი პროექტის “პუტკუნ-შოუს” კასტინგის ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან სურდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამდენად, ბევრი თემასა და საკითხზე მასთან საუბარი იყო. უნდა მეკითხა თუ არა 19 წლის ბიჭისთვის, ჰქონია თუ არა მას სექსუალური ურთიერთობა? მე მიმაჩნია, რომ კი. მორალურ ტრავმაზე ვინც მესაუბრებით გეტყვით, მისი მთელი ცხოვრებაა მორალური ტრავმა და ის 3 შეხვედრა, რაც მას ჩვენთან ჰქონდა, პირველი მცდელობაა ვინმემ გამოიყვანოს ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დაეხმაროს მას. მეც ვესაუბრე მას გადაცემამდე, ისევე, როგორც ყველა ჩემს სტუმარს ვესაუბრები წინასწარ. ასე რომ, ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ და მეორე, ერთხელ მაინც გასცდით ამ თქვენს ვირტუალურ აუდიტორიას და რამე მართლა საქმე გააკეთეთ. ტვინიკოსებს არც ერთხელ რომ არ გაუშუქებიათ ის გადაცემები თუ პოსტები სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე რომ გამიკეთებია? იქნებ ისინი თავად ზრუნავთ თავიანთ რეიტინგსა და სკანდალურობაზე? მაგრამ ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!

მარტო გიორგი იყო გადაცემაში? მედეას რომ ყოველ დილით ჰგონია, რომ მოკვდება და ნარკომანია საჭმლის, არ მეკითხა რატომ გაქვს პრობლემა? 19 წლის ბიჭი, რომელიც რეალითი პროექტზე მოვიდა, მზად იყო პირდაპირ ეთერში ესაუბრა ყველა თემაზე, არ იყო მზად ამ კითხვისთვის? ეგებ, ბევრ მის თანატოლს დავეხმაროთ? ეგებ მეტმა მოგვმართოს და ვუპოვოთ დიეტოლოგები, ფსიქოლოგები? თუ მხოლოდ მაშინ გაგვახსენდეს ეს ხალხი, როცა ტვ-ში დავინახავთ ან საზოგადო ტრანსპორტში, სადაც უკვე არც შედიან დაცინვის გამო. წინ რთული გზა აქვს მასაც და ბევრ სხვა გმირსაც. ჩვენ ვეცდებით, დავეხმარებით და მაყურებელს შევატყობინებთ. ჩემი აზრით, ეს გადაცემა ბევრ ადამიანს დაეხმარება. მოგმართავთ მათ, ვისაც უნდა, რომ ჩვენთან ერთად დაეხმაროს ჩვენი გადაცემის გმირებს. ჯანდაცვამ დაგვიგინანსა ოპერაციების 70 პროცენტი, გვაკლია თანხა. ვისაც გაგიჩნდებათ სურვილი ბიზნეს-კომპანიებს, რომ დაეხმაროთ მათ, მოგვწერეთ. ჩვენ ბოლომდე მივყვებით გიორგის, მედეას, სოფოს. გიორგის რაც ეხება, შემდეგი ეტაპი, სავარაუდოდ, მისი რაგბში დაბრუნება, სწავლა ან სამსახური იქნება. თუმცა, ჯერ წინ რთული ოპერაციაა. გვისურვეთ წარმატებები. საქმის კურსში ჩაგაყენებთ. მადლობა მათ, ვინც აღშფოთების ნაცვლად, საქმეს აკეთებთ და გვერდში გვიდგახართ.”