19 თებერვალი, 2015

ეკა ხოფერია მანიპულაციების მსხვერპლია

ekaekaeka567ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ეკა ხოფერია წყენას და გაბრაზებას არ მალავს და აცხადებს, რომ მანიპულაციების მსხვერპლია. ჟურნალისტი საჯაროდ საუბრობს იმ ვითომ რეიტინგებზე, რომელსაც სხვადასხვა არხები გადაცემების დასრულების შემდეგ აქვეყნებენ.

ეკა ხოფერია:

“ვწერ ტვ ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად. ბევრმა თქვენგანმა იცის ჩემი პოზიცია იმ სარეიტინგო კვლევასთან, რომელსაც ჩვენ ტელევიზიები ვიღებთ – მე მათ არ ვენდობი, არც “მოგების” და არც “წაგების” დროს. ის, რომ მთელი საქართველოს ყურებადობას 350 ცალი(!!!!) ჩიპი განსაზღვრავს, აბსურდად მე კი არა, ჯერ კიდევ რუსთავი ორში წლების წინ მოწვეულ ფრანგ ტრენერს მიშელ ოლივიეს მიჩნდა (და ძალიან ბევრ საქმეში ჩახედულ ადამიანს) და გვირჩევდა, იფიქრეთ ალტერნატივაზე, ვინაიდან მუდამ იქნებით ამ არაობიექტური რეიტინგების მანიპულაციის მსხვერპლნი. ის, თუ როგორ მონტაჟდებოდა, (ბევრი უარს ამბობდა) ვიცით ყველამ.

მე რამდენიმე მაგალითს გეტყვით: არხი გათიშული იყო 1 საათი და სწორედ იმ დროს დილის გადაცემას ჰქონდა მომატებული რეიტინგი, ჩემს შემთხვევაში, შეუძლებელია “თვითმფრინავის ბიჭებს”, რომელმაც ვითომ მოიგო, ჰქონოდა მხოლოდ 9 პროცენტი, შეუძლებელია არ მოეგო გადაცემას “ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად მარათონი”, სადაც რეკორდული ზარი და თანხა შემოვიდა და ელემენტარული ჟურნალისტიკური ამბავი იყო: დაემთხვა ტოპ-ნიუსი და დრამა ერთმანეთს. შეუძლებელია, მაგალითად, გურამ ბზვანელზე გადაცემას მოეგო რეგიონში და წაეგო თბილისში, ახსნას არ დავიწყებ, თავად მიხვდებით. ალოგიკურია ყველაზე პოპულარული სერიალების მთავარი გმირების ექსკლუზიურ ინტერვიუს (თურქულ სერიალებს ვგულისხმობ) არ ჰქონოდა მაღალი ყურებადობა (ეს იგივეა, ჩვენს ბავშვობაში “სანტა ბარბარას” გმირებისთვის რომ არ გეყურებინათ), ალოგიკურია: პაატა ბურჭულაძის დაბადების დღის აღმნიშვნელი პირდაპირი ეთერიდან მეორე დღეს ხალხი რომ მიაწყდა სალაროებს და მინიმუმ იქ მჯდომ 7 ათასს ეს გადაცემა რომ ნანახი ჰქონდა, თავად გადაცემას ჰქონოდა საშუალო შედეგი.

როგორც ჩემი ერთი კარგი მეგობარი იტყოდა, ჩათვალე, რომ იმ 350 ადამიანმა არ უყურა და მორჩა. ასეც ვფიქრობ, ვინაიდან დიდი ხანია ვარ ჟურნალისტიკაში და ზუსტად ვიცი რეიტინგებით მანიპულირების თემის შესახებ. ერთს გეტყვით, ჩვენ, მათ, ვინც ე. წ. ფეისები ვართ, რეიტინგებს არ დაგვითვლიან და ნებისმიერი ტვ დიდი ხანი დაგვითმობს ეთერს იმიტომ, რომ გვაქვს გამოცდილება და ასე შემდეგ. თქვენ თქვენი “მოგონილი” რეიტინგებით ძირშივე სპობთ მომავალ ტელე-წამყვანებს თუ პროდიუსერებს, რომლებმაც რეიტინგი თუ ვერ დაწერეს, მეორე დღესვე დაუხურავენ გადაცემას. მათ მართლა ეგონებათ, რომ მთელი საქართველოს გულს მოიგებ, თუ ეკრანზე მხოლოდ გარკვეულ თემებს და გარკვეულ ადამიანებს ისიც მეათასედე განმეორებით აჩვენებ და სულ ეს გექნებათ.

მე კი განვაგრძობ იმას, რასაც ვაკეთებდი და მაპატიეთ, მაგრამ ამ არაობიექტური კვლევით არასდროს ვიხელმძღვანელებ და თუ ოდესმე საქართველოში მართლა ობიექტური არა ოცნების თუ ნაციონალების დაყენებული ჩიპები იქნება, ჩავთვლი, რომ რაღაცით წინ წავედით. თორემ თქვენი რეიტინგებით რუსთავი ორში მიწისძვრის დროს მთელი ღამე რომ პირდაპირ ეთერში ვიმუშავე, იმ ეთერზეც ერთი 10 პროცენტს გადმომიგდებდით.”

პ.ს. ეკა ხოფერიას შოუ იმედის ეთერში ყოველ ოთხშაბათს გადის, სწორედ იმ დროს, როცა რუსთავი 2-ის ეთერში ნანუკას შოუა.