6 თებერვალი, 2015

დავით პაპავა-გურჯი საქართველოში დაბრუნდა

gurji4ქართველი რეჟისორი დავით პაპავა, რომელიც საზღვაგრაეთ გურჯის ფსევდონიმით მოღვაწეობს, საქართველოში დაბრუნდა.

რეჟისორი მარჯანიშვილის თეატრში მისულ მაყურებელს 6, 7 და 8 თებერვალს პრემიერას შესთავაზებს. მან თავისი ახალი წარმოდგენა არისტოფანეს “ფრინველების” მიხედვით განახორციელა და მასში მსახიობები ზაზა გოგუაძე, ბესო ბარათაშვილი, როლანდ ოქროპირიძე, ალიოშა გეწაძე, გურამ ჯაში, ზურა ბეგალიშვილი, ჯაბა კილაძე, ნატა ბერეჟიანი, თეონა ქოქრაშვილი, მაია კაციტაძე, ანა სანაია, ბექა გოდერძიშვილი და ირმა ბერიანიძე დააკავა.

“სპექტაკლი “ფრინველები” არის მცდელობა, გავაანალიზოთ ხალხის და პოლიტიკური ელიტის ურთიერთობა. თანამედროვე თეატრალური ხერხების გამოყენებით ღიად ვისაუბროთ საზოგადოებაში დაგროვილ აქტუალურ თემებზე. თვალნათლად დავინახოთ თუ რა ხერხებს იყენებენ პოლიტიკოსები ძალაუფლების მოსაპოვებლად და თუ როგორ ახერხებენ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას,” – ამბობს რეჟისორი.