5 თებერვალი, 2015

’’ჩვენი პატარა ქალაქი’’ აღდგენილია

chveni-patara-qalaqi2მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი “ჩვენი პატარა ქალაქი” აღდგენილია. როგორც კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე აცხადებს, სპექტაკლში შევიდნენ ახალი თაობის მსახიობები და მისი პრემიერა 6 თებერვალს მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეზე გაიმართება:

“უბედნიერესი საღამო მქონდა!!!! ზაზა მიქაშავიძეს, მთელ თეატრს, ახალგაზრდებს, ნინო იაშვილს, ერეკლე გეწაძეს, ვანო დუგლაძეს, მთელ დასს უღრმესი მადლობა! ახალგაზრდები შევიდნენ მთავარ როლებზე მიხეილ თუმანიშვილის შედევრში “ჩვენი პატარა ქალაქი”!!!!! აი, ეს არის ბედნიერება! როცა ასეთი სპექტაკლი უკვდავია! როცა შენი კოლეგები გვერდზე გყავს! როცა ერთ საქმეს აკეთებთ! როცა 6-ში ბატონი მიშას დაბადების დღეა და ჩვენ ამ საჩუქარს ვუკეთებთ ქალაქს! “ღმერთმა დაგვლოცა, ეშმაკს შეშურდა!” მომავალ წელს იხილავთ “ზაფხულის ღამის სიზმარს”! დიახ, ისიც თუმანიშვილის!!! ჩვენი თეატრი მუზეუმი არ არის! ის ცოცხალია, ის ფესტივალს ატარებს, ერთი ოჯახივით ცხოვრობს, სადაც ხან კამათობენ, ხან იცინიან, ხან ლამაზ კაფეში სხედან და სახლში წასვლა არ უნდათ, რადგან ერთმა კარგმა კაცმა, ვანო გრუზინსკიმ დაარქვა სახელი “ანშლაგი თუმანიშვილში!” მხიარული სახელია! ბატონნ მიშას უნდოდა, ეს თეატრი ოჯახი ყოფილიყო, რომელშიც მხოლოდ ამ ოჯახის ღალატია დაუშვებელი! დიდი მადლობა ყველას თქვენი ერთგულებისთვის!!!!”