2 თებერვალი, 2015

ბერიკლდეების განადგურებაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

berikldeebi2თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის დროს ბერიკლდეების ნამოსახლარის დაზიანებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, გზის მწარმოებელი სამუშაოების კომპნიის ”ჩაინა ნუკლიარ ინდუსტრის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქარელის მუნიციპალიტეტში, ბერიკლდეებზე, დანგრეული სამარხების გადარჩენით არქეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს. არქეოლოგთა ჯგუფი, იულონ გაგოშიძის ხელმძღვანელობით ბერიკლდეების ნამოსახლარზე უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს.

ბერიკლდეების ნამოსხლარზე მიმდინარე გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოები მოინახულა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ. ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური ექსპედიციის წარმოებულ კვლევით სამუშაოებს ექსპედიციის მუშაობის დასრულების შემდეგ წარმოადგენს.

არქეოლოგიური ძეგლებისა და ობიექტების დაცვის მიზნით, მანამდე ვიდრე ბერიკლდეების ტერიტორია სრულად არ იქნება შესწავლილი, ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სამუშაობის წარმოებისთვის აუციელებლი ნებართვა არ იქნება გაცემული.

ამას გარდა, თუკი სამუშაოები უნებართვოდ იქნება წარმოებული მიწის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ობიექტების დაზიანება ან განადგურება დაისჯება კანონით.