1 თებერვალი, 2015

ბარ რაფაელი თხოვდება

bar-rafaeli3სანამ ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო წვერს იზრდის და გოგონებს წინდებივით იცვლის, მისი ექს-შეყვარებული წარმატებით გამოდის მსოფლიო პოდიუმებზე და გათხოვებისთვისაც ემზადება.

29 წლის ებრაელი ტოპ მოდელი ბარ რაფაელი 40 წლის ბიზნესმენ ადი ეზრაზე თხოვდება. მოდელს შეყვარებულმა უკვე შესთავაზა თავისი ხელი და გული და ლამაზმანისგან თანხმობაც მიიღო. წყვილს გადაწყვეტილი აქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხმაური არ ატეხოს, ამიტომ ქორწილიც მოკრძალებულად, უახლოესი ადამიანების გარემოცვაში ჩაივლის. ადიც და ბარიც ებრაელები არიან, ამიტომ მათი ქორწილი ებრაული ტრადიციების სრული დაცვით ჩატარდება.

ტოპ მოდელის შეყვარებულზე ჟურნალისტებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. ის ერთ-ერთი მსხვილი ებრაული კომპანიის მფლობელი და დირექტორია, რომელიც ჯერ კიდევ მისმა ბაბუამ დააარსა.

წყვილის რომანი 2012 წელს დაიწყო, რამდენიმე თვის წინ კი მათ თელ-ავივში ერთად დაიწყეს ცხოვრება. ბარ რაფაელისთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. 2003-05 წლებში ის თავის ბავშვობის მეგობარზე არიკ ვაინშტეინზე იყო გათხოვილი. 2006-11 წლებში კი ტოპ მოდელი ლეონარდო დიკაპრიოს ხვდებოდა. წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა საბოლოოდ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.