4 თებერვალი, 2015

ბალეტის ისტორია გამოცემულია

Baletis-istoria8თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ გამოსცა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ბალეტის ისტორიის შესახებ. მისი ავტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ლორიაა. რეცენზენტები ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარინა ქავთარაძე და ხელოვნების დამსახურებული არტისტი მარინა ალექსიძე. რედაქტორი კი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გულბათ ტორაძე.

ბალეტის ისტორიის ლექციების კურსი კონსერვატორიის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. მისი მიზანია დახმარება გაუწიოს ახალგაზრდა მუსიკოსებს იმ ჟანრის გაცნობაში, რომელიც განსაკუთრებით ახლოსაა მუსიკალურ ხელოვნებასთან.

წიგნი მოიცავს ბალეტის განვითარების ვრცელ პერიოდს – მისი ჩასახვიდან ჩვენს დრომდე. მასში წარმოდგენილია მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ისტორიის ძირითადი ეტაპები, გამოჩენილი ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეების, ასევე ხელოვნების ამ სფეროში მოღვაწე კომპოზიტორების შემოქმედება, ისტორიული მნიშვნელობის სპექტაკლები.