11 თებერვალი, 2015

ათონელის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან

atoneli3333თეატრში ათონელზე წინასაპრემიერო მზადებაა. 13 და 14 თებერვალს ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის მოზარდთა თეატრი „თეატრალი“ გამართავს პრემიერას სპექტაკლისა „წუთო წამისა“, რომელიც აგებულია თანამედროვე პოეტის მურად მიგრიაულის ლექსებზე. სპექტაკლის რეჟისორია ლაშა გოგნიაშვილი.

“სპექტაკლში სცენაზე შემოდიან მოზარდები, რომლებიც პარტერში მსხდომ საზოგადოებასთან საუბრობენ სინდისის, ერთობის, ურთიერთსიყვარულის, გატანის, გონიერების, თვითშეგნების საკითხებზე. „სულ ძილი, ძილი! როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება“ – ეს არის რეჟისორის და სპექტაკლის სათქმელი. ასევე ის, რომ ახალგაზრდებს, მოზარდებს, სტკივათ, განიცდიან ყოველ ნაბიჯს, რომელშიც არ დევს „ენა, მამული, სარწმუნოება“, ინტერესი ქართველი ხალხის საკეთილდღეო და გვაძლევენ იმედს, რომ ილიას გზას საქართველოში მათი სახით გამგრძელებლები რჩება,” – აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი.