Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ადოლფ ჰიტლერი გაცოცხლდა

7 თებერვალი, 2015

hitleri8გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ადოლფ ჰიტლერი გაცოცხლდა. მისი პიროვნება ქართული თეატრის სცენაზე რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა გააცოცხლა.

17 და 18 თებერვალს მოზარდმაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ნიკოლოზ საბაშვილი თეატრის მოყვარულ საზოგადოებას დამოუკიდებელი პროექტის „1945“-ის პრემიერა წარუდგენს. სპექტაკლის მხატვარია ბარბარა ასლამაზიშვილი, მუსიკალური გაფორმება თამაზ იმნაძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია ანა სანაიას. მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ჰიტლერი ბავშვობაში – ლუკა ქაჩიბაია, ჰიტლერი ახალგაზრდობაში – პაატა ქვლივიძე, ადოლფის დედა – ანა სანაია, ადოლფის მამა – ლევან კაციაშვილი, ასევე გიორგი ჯიქურიძე, პაატა ქვლივიძე, მარიამ გოცირიძე, ლიზი სიხარულიძე, დავით ბერიძე და სხვანი.

სპექტაკლში გადმოცემულია ჰიტლერის ბავშვობისა და ახალგაზდრობის ებრაელებთან თანაცხოვრების წლები. ბავშვობიდან დიქტატორობამდე განვლილი პერიოდი, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ჰიტლერის მიუწვდომელი სიყვარულია. ხელმოცარული ადოლფი მიემგზავრება პირველ მსოფლიო ომში, სადაც ფსიქიკურ აშლილობამდე მიდის. პოლიტიკური თამაშები მისი თავშსესაფარი ხდება. მომავალი დიქტატორის შერყეული ფსიქიკა პატრიოტიზმის მანტიას მოხდენილად ირგებს და პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებულ ნაბიჯებსაც დგამს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იწყება მეორე მსოფლიო ომი.

„1945“ სიმბოლოებით არის დატვირთული, თხრობა ეტიუდების ხერხის სახით გადმოიცემა. გამოყენებულია მინიმალური ტექსტები ებრაულ და გერმანულ ენებზე. სპექტაკლი ინტერაქტიულია და ის მაყურებლის ჩართულობას პარტერში შესვლისთანავე გულისხმობს.

პირველად ქართულ თეატრალურ სცენაზე ადოლფ ჰიტლერის ბიოგრაფია ცოცხლდება. თეატრალური პროექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.