12 თებერვალი, 2015

ჯაბა ქარსელაძე კომერციული სახე გახდა

jaba4545454545საფრანგეთში გადახვეწილმა კიდევ ერთმა ქართველმა მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ ლონდონიდან საქმიანი წინადადება მიიღო.

როგორც ჯაბა სოციალურ ქსელში თავის ერთგულ გულშემატკივარს ატყობინებს, მას კვირას საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე აქვს განსახორციელებელი.

მომღერალი ლონდონის ფოტოგრაფთა სკოლაში მიიწვიეს, სადაც მაგისტრების მიერ მოსამზადებელი დისერტაციისთვის ის “კომერციული სახე” უნდა გახდეს:

“კარგია, როცა დღე იწყება ზარით ლონდონის ფოტოგრაფთა სკოლიდან და გთავაზობენ, რომ მაგისტრებისთვის თავიანთი დისერტაციისთვის იყო მათი “კომერციული სახე”. ასე რომ, კვირას დიდი გადაღება მელოდება წინ და შემოგთავაზებთ LIVE-ჩართვას LONDON-დან. ძალიან კარგია, როცა ასეთ რამეს გთავაზობენ… ვნახოთ რა გამოვა!”