4 თებერვალი, 2015

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში ჩამოვა

franfurt95-6 თებერვალს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თბილისს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელი სიმონე ბიულერი ეწვევიან.

გერმანელი ექსპერტები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორთან მედეა მეტრეველთან ერთად 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სემინარებს – „როგორ მოვემზადოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამისთვის“ გამართავენ.

ორდღიან სპეციალურ პროფესიულ სემინარებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელოვნებო და სამეცნიერო ორგანიზაციების და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვიზიტის ბოლოს გერმანელ ექსპერტებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძე უმასპინძლებს. შეხვედრაზე ორდღიანი სემინარის შედეგებს შეაჯამებენ და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, უახლოეს მომავალში, განსახორცლებელ გეგმებზე იმსჯელებენ.