1 თებერვალი, 2015

ოტია იოსელიანის სახლს სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭება?

otia5მწერალ ოტია იოსელიანის შივლები სახელმწიფოს მისი სახლისთვის სახლ-მუზეუმის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ.

სახლი წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში მდებარეობს, სადაც ოტია იოსელიანი 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მწერლის მემკვიდრეები სახლ-მუზეუმის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მიმართავენ, თუკი პასუხი დადებითი არ იქნა, შემდეგ უკვე საქართველოს კულტურის სამინისტროსაც მიმართავენ.

ოტია იოსელიანის სახელის უკვდავსაყოფად გასულ წელს წყალტუბოში ჩატარებული სახალხო ზეიმის დროს, ერთ-ერთ ქუჩას ოტია იოსელიანის სახელი ეწოდა. მწერალი 4 წლის წინ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად ის საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალეს.