4 თებერვალი, 2015

“მე ვარ ბესო” კინოთეატრებში გამოდის

mmm7რეჟისორ ლაშა ცქვიტინიძის ფილმი “მე ვარ ბესო” 4 თებერვლიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის.

მისი სცენარი ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ფილმი ნაჩვენები იყო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმის სცენარი და რეჟისორუ ლაშა ცქვიტინიძეს ეკუთვნის, პროდიუსერი ნოდარ ნოზაძეა. ფილმში მონაწილეობენ ცოტნე ბარბაქაძე (ბესო), სოსო ტარყაშვილი (ბექა), ზაზა სალია (თამაზი ), ლერი ბექაური (ლერი).

“ბესო არის 14 წლის ბიჭი, რომელიც ერთ-ერთ მიგდებულ სოფელში იზრდება. ბესოს ოჯახში ბევრი პრობლემაა, მამა ჩერნობილში დაინვალიდებული ხანშიშესული კაცია, რომელიც მთელი დღე ტელევიზორს უყურებს და ოჯახის წევრებს აგინებს. ბესოს დედა ოჯახის ძირითადი მარჩენალია, ყოველ დილით ქალაქში დადის სავაჭროდ. ძმა ლერი ჰომოსექსუალია და სახლში ცეკვის კერძო გაკვეთილებს ატარებს. ბესოს და მის მეგობარ ბექას თანაკლასელები ჩაგრავენ. მიუხედავად ყველაფრისა, ბესო და ბექა დროს კარგად ატარებენ, ბენზინს ყნოსავენ, გოგოებს ეპრანჭებიან და ბავშვურად ერთობიან. ბესო რეპს წერს დიქტოფონზე და ოცნებობს, რომ მუსიკით ბევრი ფული იშოვოს, ოჯახს დაეხმაროს და ცხოვრება აიწყოს,” – წერია ფილმის სინოფსისში.