12 თებერვალი, 2015

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა ახალ პროექტში გაერთიანდა

irakli45544545455445ირაკლი ჩარკვიანის იგივე მეფის მუსიკა კიდევ ერთ ახალ პროექტად იქცა. ქეთათომ, ერეკლე დეისაძემ და გიორგი ერგემლიძემ ახალი ჯგუფი შექმნეს და მასში საკუთარ მუსიკალურ კომპოზიციებთან ერთად ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაც გააერთიანეს.

ჯგუფს “Digital Twins” ჰქვია და საკუთარ შემოქმედებას 13 თებერვალს თბილისის ივენთ ჰოლში წარმოადგენს. კონცერტი ფონდ „ავტოგრაფის“ ორგანიზებით ჩატარდება. ჯგუფი მსმენელის წინაშე ახალი, სპეციალური პროგრამით წარსდგება.

პროგრამა სახელწოდებით LoVe-in  მოიცავს, როგორც ჯგუფის წევრების მიერ შექმნილ ახალ მუსიკალურ ნომრებს, ასევე ირაკლი ჩარკვიანის ცნობილი ნაწარმოებების ელექტრონულ ვერსიებს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 25 ლარია.