Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უტა კახნიაშვილის ნამუშევრები ისტორიის მუზეუმშია

6 თებერვალი, 2015

uta_kaxniashvili2საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში 6 თებერვალს უტა კახნიაშვილის გამოფენა ,,მეორე სივრცე” გაიხსნება.

უტა კახნიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, სადაც მისივე ინიციატივით შეიქმნა ,,თავისუფალი სახელოსნო”. დღეს ავტორი მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებაში, ვიდეოარტში, აწყობს პერფორმანსებს. მხატვარს საქართველოში სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, ასევე მონაწილეობდა ერთ ჯგუფურ გამოფენაში.

მხატვარს აინტერესებს სივრცე, რომელიც მისთვის შემოსაზღვრული რეალობის მიღმა არსებობს. განწყობა, რომელიც მხატვრის შინაგან რიტმს მოსდევს ნამუშევრებში ნათლად აისახება და სრულიად განსხვავებულ, დღევანდელობისთვის უცხო ნიშნებს იძენს.

გამოფენა ისტორიის მუზეუმში 16 თებერვლამდე გაგრძელდება.