6 თებერვალი, 2015

მუსიკა, რომელიც ამშვიდებს

musika2მუსიკას გამორჩეული ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ არსებობს მუსიკა, რომელიც ამშვიდებს და არსებობს მუსიკა, რომელიც პირიქით, ადამიანს უფრო აგრესიულს ხდის და მის ნერვულ სისტემასაც აზიანებს.

მედიკოსები ხშირად მიმართავენ მუსიკოთერაპიას. მეცნიერულმა კვლევებმა დაადგინეს, რომ მუსიკას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს არა მარტო ადამიანის ფსიქიკაზე, არამედ მის სხეულზეც. მუსიკის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ დაამარცხონ დეპრესია, უძილობა, სიმსივნე, მაღალი წნევა, გულის დაავადებები, აამაღლონ იმუნიტეტი. კარგ მუსიკას ძალუძს ტვინი გაათავისუფლოს დაძაბულობისგან, სტრესისგან, ქაოსისგან, ადამიანის ორგანიზმს კი შეუქმნას სრული კომფორტი.

მაგრამ როგორ მუსიკას უნდა მოვუსმინოთ, რომ მან ჩვენზე დადებითი გავლენა მოახდინოს? რომელი მუსიკა ამშვიდებს ყველაზე მეტად?

“არტინფო” ყველაზე “სასარგებლო” მუსიკას შემოგთავაზებთ:

პირველ რიგში თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ იმ მუსიკას, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, მაგრამ მიჩნეულია, რომ ყველაზე სასარგებლო კლასიკური და რელიგიური მუსიკაა.

ჰაიდნის და მოცარტის ნაწარმოებები ყველასგან გამორჩეულია თავისი სიმარტივით, ელეგანტურობით და გამჭვირვალობით. ამ ორი კომპოზიტორის მუსიკა ამაღლებს კონცენტრირებას, ხელს უწყობს გონების გახსნას და აზოვნების გაუმჯობესებას.

მოცარტის მუსიკა ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ის მედიცინაში გამოიყენება ნევროპათოლოგიური მკურნალობის დროს.

ვივალდის სონატები და კონცერტები და შუბერტის სერენადები თქვენ დაგეხმარებათ ადრე გაღვიძებასა და მკვირცხლად წამოხტომაში.

თუ გსურთ მთელი დღის განმავლობაში მხნედ იყოთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დაღლილობაც ვერ იგრძნოთ, აუცილებლად მოისმინეთ შტრაუსის “დილა”, გრიგის “დილა”, დებიუსის “ზღვა”, ან თუნდაც მესიანის “ჩიტების გამოღვიძება”.

თუ თქვენ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, რეკომენდებულია ძილის წინ მოისმინოთ შემდეგი ნაწარმოებები: ჩაიკოვსკის “პიესები”, გლუკის “მელოდია”, შუმანის “ოცნება”, სიბელიუსის “სევდიანი ვალსი”.

თუ თქვენ წყლული გაქვთ კუჭზე ან თორმეტგოჯაზე, მედიკოსები გირჩევენ მოისმინოთ მოცარტის მუსიკა და ჩაიკოვსის “ყვავილების ვალსი.”

თუ ნევროლოგიური პრობლემები გაქვთ, თქვენს დამშვიდებასა და გაწონასწორებულ განწყობაზე იზრუნებს დვორჟაკის და გერშვინის “იუმორესკა” ან მენდელსონის ნაწარმოებები.

თუ თქვენ მთელი დღე გადატვირთული გრაფიკით მუშაობთ და ამას ემოციური დატვირთვა და თავის ტკივილებიც ემატება, ხაჩატურიანის სიუიტა “მასკარადი”, ლისტის “უნგრული რაფსოდია” და მოცარტის “დონ ჟუანი” თქვენთვის ზედგამოჭრილია.

თუკი დილიდან განწყობა და ხასიათი გაგიფუჭდათ, ამაში ისევ მუსიკა დაგეხმარებათ. ბიზეს “კარმენიდან” ჰაბანერა, ვერდის “აიდადან” ტრიუმფალური მარში ან მოცარტის “რონდო თურქულ სტილში” წამიერად დაგავიწყებთ უხასიათობას.

თუ ძალიან გადაღლილი ხართ და დიდი ხანია არ დაგისვენიათ, განტვირთვაში დაგეხმარებათ ელვის პრესლის, ლუი არმსტრონგის ან დიუკ ელინგტონის სიმღერები.

სტრესის დასაძლევად და მაქსიმალური კონცერტრირებისთვის კარგია ჩაიკოვსკის, შუბურტის, შოპენის, ლისტის, შუმანის ნაწარმოებების მოსმენა.

ბლუზი და ჯაზი ამაღლებული განწყობის შესაქმნელად ნომერ პირველია. მათი დახმარებით ყველაზე დეპრესიული ადამიანიც კი გახალისდება.

ბახის, ვივალდის, ჰენდელის, ბრამსის მუსიკა ადამიანის ფსიქიკას წმენდს ყველნაირი ზედმეტი ჭუჭყისგან, იწვევს წესრიგს ტვინში და აძლიერებს სწავლისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის პოტენციალს.