22 თებერვალი, 2015

ბედნიერების მათემატიკური ფორმულა ამოხსნილია

ყველას უნდა იყოს ბედნიერი და ამისთვის ათასგვარ ხერხს მიმართავს. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ტოდ კაშდანმა ბედნიერების მათემატიკური ფორმულა შექმნა და ის 6 ძირითადი ფაქტორი დაასახელა, რაც ამის მისაღწევად არის აუცილებელი.

პროფესორი ამტკიცებს, რომ ამ ფორმულას ნებისმიერი ადამიანის გაბედნიერება შეუძლია. ამ დასკვნამდე სწავლული რამდენიმეწლიანი კვლევების და დაკვირვებების შედეგად მივიდა. მისი თქმით, არ არსებობს ბედნიერების არანაირი საიდუმლო. თუკი თითოეული ადამიანი ამ 6 ძირითადი ინგრედიენტის ნორმალურ დოზირებას მოახდენს, მისთვის ბედნიერი ცხოვრება გარანტირებულია.

ბედნიერების ფორმულა = (Mx16 + Cx1 + Lx2) + (Tx5 + Nx2 + Bx33)

ბედნიერების მთავარი ფაქტორებია:

იცხოვრეთ მომენტით (M)

იყავით ცნობისმოყვარე (C)

ყოველთვის დაკავდით იმით, რაც გიყვართ (L)

იფიქრეთ სხვებზე (T)

გაუფრთხილდით ურთიერთობებს (N)

იზრუნეთ თქვენს სხეულზე (B)

პროფესორი ექვსივე ინგრედიენტს დეტალურად განმარტავს:

1. იცხოვრეთ მომენტით:

დატკბით სურნელით, ხმით, შეგრძნებებით და იმ ყველაფრით, რასაც ყოველდღე ხედავთ და შეიგრძნობთ.

2. იყავით ცნობისმოყვარე:

გამოიძიეთ ამ სამყაროს უცნობი, გასაიდუმლოებული და რთული ასპექტები, თუნდაც დღეში ერთხელ.

3. ყოველთვის დაკავდით იმით, რაც გიყვართ:

საქმე, რომელიც გიყვართ და გახარებთ, თქვენი ბედნიერი ცხოვრების გარანტია. აუცილებლად დაკავდით საყვარელი საქმით დღეში ერთხელ თუნდაც სამსახურში და დღეში ერთხელ დასვენების დღეებში.

4. იფიქრეთ სხვებზე:

უთხარით სხვებს კომპლიმენტები, აკეთეთ კარგი საქმე და ისწავლეთ მოსმენა. გააკეთეთ ასე დღეში მინიმუმ ხუთჯერ და ნახავთ, რომ ბევრად უფრო ბედნიერი იქნებით, როცა სხვას გააბედნიერებთ. ბევრი ამბობს, რომ ჯერ შენი თავი უნდა შეიყვარო და მერე სხვა, მაგრამ მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის.

5. გაუფრთხილდით ურთიერთობებს:

დღეში მინიმუმ ორჯერ დაუთმეთ დრო მეგობარს, პარტნიორს ან ოჯახის წევრს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე დანარჩენები.

6. იზრუნეთ თქვენს სხეულზე:

ამისთვის სულაც არ არის საჭირო სპეციალური პროცედურების და დიეტის დაცვა. საკმარისია ჯანსაღი კვება და დღეში მინიმუმ სამჯერ მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.

ამ ფორმულასთან ერთად “არტინფო” გთავაზობთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს ბედნიერებასთან დაკავშირებით:

“ბედნიერებაა, როცა ფიქრობ, ამბობ და აკეთებ ჰარმონიაში” მაჰათმა განდი

“თუ გინდათ სხვები იყვნენ ბედნიერები, ისწავლდეთ თანადგომა. თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, ისწავლეთ თანადგომა” დალაი ლამა

“ჩვენი ბედნიერება ჩვენზეა დამოკიდებული” არისტოტელე

“ცხოვრებაში ერთხელ ბედნიერება ყველას კარზე აკაკუნებს, მაგრამ ხშირად ადამიანები გვერდით ოთახში არიან და კაკუნი არ ესმით” მარკ ტვენი

“მაგიდა, სკამი, ლარნაკი ხილით და ვიოლინო. კიდევ რა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის?” ალბერტ აინშტაინი

“ჩვენი ცხოვრების მიზანია, ვიყოთ ბედნიერები” დალაი ლამა

“ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვიხმაროთ ბედნიერება, თუკი მას არ ვაწარმოებთ” ჯორჯ ბერნარდ შოუ

“ბედნიერება არის სიამოვნება სინანულის გარეშე” ლევ ტოლსტოი

“იყავი ბედნიერი ამ მომენტში… ეს მომენტი კი შენი ცხოვრებაა” ომარ ხაიამი