Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზაზა ურუშაძე დაასაჩუქრეს

17 იანვარი, 2015

zaza2„ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე დაასაჩუქრეს. ის ამერიკიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა. რეჟისორს თბილისის აეროპორტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ფილმში მონაწილე მსახიობები და გულშემატკივრები დახვდნენ.

კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქციის – „უგულშემატკივრე მანდარინებს ოსკარზე” ფარგლებში, მონაწილეებმა აეროპორტში შეკრებილებს მანდარინები დაურიგეს. კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა რეჟისორ ზაზა ურუშაძეს მინისტრის სახელით სიმბოლური საჩუქარი – დეკორატიული მანდარინის ხე გადასცა.

ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ოსკარზე ნომინირებულ ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის მოხვდა.

ფილმი ესტონურ-ქართული კოპროდუქციაა და მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ევრიმაჟი, ესტონეთის ეროვნული კინოცენტრი, ესტონეთის კინოს ფონდი და ესტონეთის კულტურის სამინისტრო.