21 იანვარი, 2015

ზაზა შენგელია დახმარებას ითხოვს

z5კომპანია “ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელი ზაზა შენგელია დახმარებას ითხოვს და მოუწოდებს სახელმწიფოს გაამკაცროს კანონები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, უკვე დროა, სახელმწიფომ მიიღოს ქმედითი ზომები და ინტელექტუალური საკუთრება დაიცვას.

ანტიმეკობრული სტრატეგიის შემუშავების მიზნით, საგანგებო შეხვედრა ხმის ჩამწერ სტუდიებთან უკვე შედგა. შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტისა“ და საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით.

შეხვედრა ემსახურებოდა მეკობრული სიდი და დივიდი პროდუქციის წინააღმდეგ სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და მისი განხორციელების გზების დანერგვას. განხილულ იქნა სფეროში არსებული პრობლემებიც.

შეხვედრას ესწრებოდნენ სანო სტუდიის, ბრავო რექორდსის, არტ პალასის და სხვა წამყვანი ხმის ჩამწერი სტუდიების ხელმძღვანელები.