31 იანვარი, 2015

ზაქარია ფალიაშვილზე ფილმი გადაიღეს

zaqaria3ხელოვნების სასახლეში დოკუმენტური ფილმის “ზაქარია ფალიაშვილის” პრემიერა გაიმართა. მისი ავტორის გიორგი კალანდიას თქმით, ეს არ არის შედევრი, სამაგიეროდ, ეს არის მოკრძალებული პატივისცემის გამოხატვა იმ უდიდესი ადამიანის მიმართ, ვინც ქართულ მუსიკალურ სამყაროში უდიდესი კვალი დატოვა.

ფილმი მომზადდა პროექტის “გენეტიკური კოდი” სერიის ფარგლებში. მის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო “არტარეამ”, ხოლო დაფინანსებაზე “ბორჯომმა” იზრუნა. ამ პროექტის ფარგლებში უკვე შექმნილია 8 დოკუმენტური ფილმი და მისი მთავარი გმირები ცნობილი ქართველი ხელოვანები არიან.

სულ ამ პროექტის ეგიდით 12 ფილმის გადაღებაა დაგეგმილი. ვინ იქნება დარჩენილი 4 ხელოვანი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გადაწყვეტილია, რომ მეცხრე ფილმი ცნობილ ქართველ მხატვარს ელენე ახვლედიანს მიეძღვნება.