Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვინ წარგვადგენს ვენეციის ბიენალეზე?

18 იანვარი, 2015

ven12015 წლის ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტების მიღება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დასრულდა.

დადგენილი წესით, საკონკურსო კომისია (ჟიური) შემოსული 12 პროექტიდან ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულს იანვრის ბოლოს გამოავლენს.

ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება, ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში „არსენალეზე“ განთავსდება.

ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება ”All the world’s futures”.

ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მსურველებისათვის კონკურსის პირობები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 9 დეკემბერს განათავსა. განცხადების მიღების ბოლო ვადა 2015 წლის 15 იანვარი იყო.

საერთაშორისო ხელოვნების ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრად ითვლება. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.