Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვინ გაანაწყენა ოთარ ტატიშვილი?

27 იანვარი, 2015

otar2კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი გულწაყვეტილია იმის გამო, რომ ქართულ სინამდვილეში ისტორიული ფაქტები და ადამიანთა ღვაწლი ყურადღების მიღმა რჩება:

“ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც შუქდება ქართულ სინამდვილეში ესა თუ ის თემები, ისტორიული ფაქტები და ყურადღების მიღმა რჩება იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც არასდროს გამოკიდებია და არ აჰყოლია იაფფასიანი სკანდალური, პოლიტიკურ- სპეკულატიური ხერხებით დამკვიდრებას შოუბიზნესში. აკეთებდნენ თავის საქმეს პროფესიონალურად და ქებასაც იმსახურებდნენ პროფესიონალთა გარკვეული წარმომადგენლებისგან და მსმენელებისგანაც. მე დიდ პატივს ვცემ გოგი გვახარიას და მხარდაჭერაც მქონია მისი მხრიდან გარკვეული უსამართლობის პერიოდში. გული მწყდება იმაზე, რომ საქართველოში კრიტიკის ობიექტად ის ირჩევა, რაც ნამდვილად იწვევს ირონიას და გოიმობად შეიძლება შეფასდეს. ხოლო ის, რაც თუნდაც ელემენტარულ ყურადღებას მაინც იმსახურებს საერთოდ არც მოიხსენიება. ვაქოთ და ვადიდოთ ამერიკელები და ყველაფერს აქაურს იგნორი გავუკეთოთ ან თუ ამის საბაბს ვიპოვით, მხოლოდ ვაკრიტიკოთ. ესეც ხომ შეიძლება, რბილად რომ ვთქვათ სნობიზმის პროვინციული აღზევებად მივიჩნიოთ? აღარ განვავრცობ, ამაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი იმდენი სათქმელი დაგროვდა. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ის ადამიანები ვისგანაც მხარდაჭერას ელი ეს ყოველივე რომ გამოსწორდეს, მხოლოდ ნეგატიური კრიტიკის ობიექტებით საზრდოობენ, მოკლედ ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ჯერ ერთი, პირველი გალა სიმღერა მე დავწერე ჯერ კიდევ 1986 წელს და ის წარმატებით სრულდებოდა ცენტრალურ საახალწლო პროგრამაში ზედიზედ რამდენიმე წელი და მისი გადაღების რამდენიმე ვერსიაც კი არსებობს. ეს ფაქტი თავის დროზე აღნიშნა მაია დათუნაშვილმა ტელევიზიით. სიმღერას ერქვა “მრავალ ახალწელს”, რომელიც სინათლით და ოპტიმიზმით იყო შემართული. ამის მერე გაეროს დაკვეთით დავწერე გალა სიმღერა “გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”, რომელიც შიდსისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის თემას ეხებოდა და არამარტო, ამ სიმღერის კლიპიც წარმატებით გადიოდა თითქმის ყველა არხზე, გაეროს ფართომასშტაბიან აქციაზე შესრულდა ვაკის პარკში, ახალგაზრდობა სანთლებით ხელში და მთელი ამბავი, მილენიუმზე ახალი საუკუნის მიჯნაზე 40-მა ყველაზე ცნობილმა შემსრულებლებმა, მათ შორის ჯგუფებმა შეასრულა ეს სიმღერა და კვირების მანძილზე ჰიტად იყო მიჩნეული რადიოს ეთერში, თუმცა გადაღება ვერ მოესწრო, რადგან ძალიან გვიან ჩაიწერა (ერთი კვირა იწერებოდა ბევრი მონაწილის გამო.) 2004 წელს კინოსა და ხელოვნების ფესტივალისთვის ჩაიწერა ასევე ჩემი გალასიმღერა “ერთად ყოფნის დრო” და წლის საუკეთესო სიმღერად გამოცხადდა. არცერთი თემა არ იყო გასვრილი პოლიტიკური თემებით, რაც არასდროს მიქნია, ამიტომაც სკანდალის თუ ირონიის სამიზნედ არ ქცეულა. ია ვეკუას მინდა დაველაპარაკო ამ თემაზე. ამის სრული უფლებაც მაქვს და ვფიქრობ დამსახურებაც. კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი და გამოსამზიურებელი. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თქვენი მხრიდან კიდევ ერთი დაუმსახურებელი გულისტკენა დავიმსახურე.”

კომპოზიტორის გულისტკენა გამოიწვია გოგი გვახარიას ერთ-ერთმა გადაცემამ, რომლის თემებიც იყო “როდის დამკვიდრდა ქართულ ესტრადაში ვარსკვლავების ერთად სიმღერის ტრადიცია? რატომ გახდა პოპულარული ეს ჟანრი და რატომ მღერიან ესტრადის ვარსკვლავები პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან ერთად?”