Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება გრან პრით დაჯილდოვდება

12 იანვარი, 2015

teatri13 იანვარს “მსახიობის სახლის” მცირე დარბაზში საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ქავთარაძე გამოაცხადებს ყოველწლიური კონკურსის “წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება” შედეგებს.

გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ შემდეგ ნომინაციებში:

წლის საუკეთესო სპექტაკლი – “გრან პრი”, წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლი, საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლი, მეორე ხარისხოვანი მამაკაცის და ქალის როლები, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი – ვაჟი, ქალი, საუკეთესო სცენოგრაფია, ორიგინალური მუსიკა სპექტაკლისათვის, საუკეთესო კრიტიკული რეცენზია, საუკეთესო თეორიული ნაშრომი, სპეციალური პრემიები თეატრალურ ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის.

გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრემიები. კონკურსი მთლიანად დააფინანსა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა.

ღონისძიება ეძღვნება ყოველწლიურ, ტრადიციულ ქართული თეატრის დღეს 14 იანვარს.