28 იანვარი, 2015

ტომ ფორდმა ახალი სუნამო გამოუშვა

tom7დიზაინერმა ტომ ფორდმა ახალი სუნამო გამოუშვა. “Tom Ford Noir Extreme”  – ასე უწოდა თავის ახალ სურნელს და მის რეკლამაშიც თავად მიიღო მონაწილეობა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიზაინერი სარეკლამო კამპანიაში ერთვება.

სწორედ ტომ ფორდმა წარადგინა არომატი “Noir”. ლარა სტოუნთან და სნეჟანა ონოპკასთან ერთად კი მონაწილეობა მიიღო ქალის არომატის “Tom Ford” სარეკლამო კამპანიაში. ამიტომაც არავის გაკვირვებია, რომ ახალი პარფიუმერული ნაწარმის სარეკლამო სახე დიზაინერი თავად გახდა.

53 წლის ფორდის გადაწყვეტილებით, ახალი სუნამოსთვის შავ-თეთრი ფოტოსესია მოეწყო. მისი თქმით, ახალი არომატი წარმატებული მამაკაცისთვის არის შექმნილი, რომელიც მზადაა, მოხიბლოს სუსტი სქესის წარმომადგენლები და ყოველთვის გაიმარჯვოს.