19 იანვარი, 2015

თინა კანდელაკი ტრავმირებულია

tina8ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომელიც უკვე წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ტრავმირებულია. ის მაშინ დაშავდა, როცა ერთ-ერთ ზამთრის კურორტზე სნოუბორდით სრიალებდა:

“მიუხედავად იმისა, რომ მივიღე ტრავმა და საშინლად მტკივა ხელები და კუდუსუნი, მაინც არ ვაპირებ ამ სპორტს დავემშვიდობო, პირიქით, ახლა ვიწყებ მის შესწავლას,” – განაცხადა ტელეწამყვანმა.

სნოუბორდით სრიალში თინას ფრანი მწვრთნელი ბებს შარლი ავარჯიშებს, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონია სნოუბოდით სრიალში:

“სნოუბორდში ყველაზე წარმატებულმა მამაკაცებმა მთაზე ამიყვანეს. ასეთების გვერდით დაცემა და ტრავმის მიღებაც კი არ არის სირცხვილი, პირიქით, ეს ერთი დიდი ბედნიერებაა, ისე აგიტაცებენ, როგორც დედოფალს,” – განაცხადა თინამ.