თემო და ქეთი “ნიჭიერის” გამარჯვებულები გახდნენ

qq2სახალხო პროექტ “ნიჭიერის” მეხუთე სეზონის გამარჯვებულები მაყურებლის გადაწყვეტილებით, თემო და ქეთი გახდნენ. როგორც პროექტის წამყვანებმა ვანიკო თარხნიშვილმა და გიორგი ყიფშიძემ განაცხადეს, სულ ფინალში შევიდა 195.271 ხმა და ხმების 33,2 პროცენტი ანუ 64.901 ხმა მიიღეს თემომ და ქეთიმ.

მათ საჩუქრად მიიღეს ეპიკ დეველოპმენტის მიერ დაწესებული ბინა თბილისში. ელ ჯი და არაი გამარჯვებულს მოუწყობს სახლს ტექნიკით 10.000 ლარის ღირებულებით. გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ მთავარი პრიზი სადეპოზიტო სერთიფიკატი 20.000 ლარის ოდენობით.

პროექტის სპონსორებმა და პარტიორებმა თავისი რჩეულები დაასახელეს. გიორგი გოგობერიშვილი მაივიდეო ჯის რჩეული გახდა და მათი მომსახურების პაკეტით და ნოუთბუქით დაჯილდოვა, რადიო ფორტუნას რჩეულია ამალია ჯიბლაძე და სამკაციანი საგზური მიიღო საირმეში, გარდა ამისა, მას რადიო “არ დაიდარდოში” ერთი წლის განმავლობაში შეეძლება ჩაწეროს სიმღერები და ამ სიმღერებს რადიო თავის ეთერში დაატრიალებს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ალმა მატერის რჩეული გახდა გიორგი გოგობერიშვილი და მას 5 ათასი ლარი გადასცეს. ამავე უნივერსიტეტმა გიორგი ჩიტაურსაც გადასცა პრიზი და 100 პროცენტიანი დაფინანსების ვაუჩერი აჩუქა. ლიბერთი ბანკის რჩეული გახდა გოჩა ჭაბუკაიძე, მას გადაეცა საგზური პარიზში, რომ მოინახულოს თავისი შვილი. რუსთავი 2-ის ფავორიტი ნიკა გვარამიამ დაასახელა. ის ინდირა ჯგერნაია გახდა და საჩუქრად 10.000 ევრო მიიღო.

“ნიჭიერის” ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ კოკა და ნინო, გევორქ პეტროსიანი, ჰეფი ჰენდს, თემო და ქეთი, ანსამბლი “ლილე”, გოჩა ჭაბუკაიძე, გიორგი გოგობერიშვილი, ტატიანა კუნდიკი, ინდირა ჯგერნაია, ია ტრაორე, გიორგი ჩიტაური და ამალია ჯიბლაძე.