Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისში უკრაინული კინოს დღეები ჩატარდება

29 იანვარი, 2015

ukrainuki-kino429 იანვარს თბილისში უკრაინული კინოს დღეები გაიმართება. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა პალენჩუკია.

უკრაინული კინოს დღეები კინოთეატრ რუსთაველში ოლეს სანინის „მეგზურით” გაიხსნება. დღეები უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ფეესბეს მიერ დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად იმართება.

უკრაინული კინოს დღეები საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით თბილისში პირველად ჩატარდება. სოლიდარობასთან ერთად, ამ დღეების მიზანია, ფართო საზოგადოებამ გაიცნოს თანამედროვე უკრაინული კინემატოგრაფი.

ოლეგ სენცოვი უკრაინელი რეჟისორი მეიდნის აქციების აქტივისტი იყო და უკრაინის ერთიანობისთვის იღწვოდა, ეხმარებოდა უკრაინელ მეომრებს ყირიმის ანექსიის დროს. ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 2014 წლის მაისში დააკავა და დღეს მოსკოვში ლეფორტოვოს ციხის პატიმარია. სენცოვს 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

სენცოვის გასათავისუფლებლად იბრძვის არა მხოლოდ უკრაინული კინოსექტორი, არამედ მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტები. შეიქმნა არაერთი პეტიცია რეჟისორის გათავისუფლების მოთხოვნით, მათ შორის საქართველოშიც.

სენცოვის მხარდასაჭერი, უკრაინული კინოს დღეები უკრაინის 10 ქალაქში უკვე ჩატარდა. ახლა უკვე ქართველ მაყურებელს ექნება საშუალება მხარდაჭერა გამოუცხადოს პოლიტპატიმარ რეჟისორს და გაეცნოს თანამედროვე უკრაინულ ფილმებს.

მათ შორისაა, ოლეგ სენცოვის დებიუტი „მოთამაშე”, უკრაინიდან ოსკარზე წარდგენილ ოლეს სანინის ფილმი „მეგზური”, ელენა ფეტისოვას და სერჟ ავედიკიანის ქართულ-უკრაინულ კოპროდუქცია „ფარაჯანოვი”, ასევე დოკუმენტური ფილმების კრებული „ბაბილონი N13″, „იარაღზე ძლიერი”, რომელიც მეიდნის მოვლენებს და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებს ასახავს.

ფილმების ჩვენებები პირველ თებერვლამდე კინოსახლში „ქოლგა” გაიმართება.