14 იანვარი, 2015

თბილისში DDT ჩამოდის

ddt210 თებერვალს თბილისს ცნობილი რუსული როკ ჯგუფი DDT ეწვევა. მუსიკოსები საქართველოში AlterVision Group-ის მოწვევით ჩამოდიან.

DDT კონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს და წარმოადგენს ახალ ალბომს Прозрачный, ასევე შეასრულებს ძველ და ყველასთვის ნაცნობ ჰიტებს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. მათი ფასი 40, 60, 80, 100 და 120 ლარია.