3 იანვარი, 2015

თბილისის ოპერის თეატრში როსინის ოპერის პრემიერა გაიმართება

rosini210 იანვარს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერას გამართავს.

დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო ჯოაკინო როსინის ”Stabat Mater”-ის პრემიერას იდირიჟორებს. საპრემიერო სპექტაკლში სოლისტები იქნებიან ირინე რატიანი, თეა დემურიშვილი, ირაკლი კახიძე, კახაბერ თეთვაძე.

პრემიერას წარმოადგენს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი.