6 იანვარი, 2015

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერას ითამაშებს

2ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ახალ წელს პრემიერით იწყებს.

თეატრი 17 და 18 იანვარს პატარა მაყურებელს შარლ პეროს ცნობილ ზღაპარს „წითელქუდას“ წარუდგენს. შალვა გაწერელიას ინსცენირებით „წითელქუდას“ გათანამედროვებულ ვერსიას რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ოთარ ბაღათურია დგამს. სპექტაკლის მხატვარია აივენგო ჭელიძე, კოსტიუმების მხატვარი მაია სხირტლაძე, მუსიკალური არანჟირების ავტორი ლექსო ტურიაშვილი, გამოყენებულია დავით ტურიაშვილის მუსიკა, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე.

წითელქუდას როლში მაყურებელი იხილავს მოზარდმაყურებელთა თეატრის ყველაზე პატარა მსახიობს კესო მაისაშვილს. თეატრალურ სცენაზე წითელქუდას როლით შედგება კიდევ ერთი პატარა მსახიობის, სალომე გელაშვილის დებიუტი.

სპექტაკლში მონაწილეობენ ქეთევან შერვაშიძე, ნაირა გელაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, დიმიტრი თარბაია, ანო მღებრიშვილი, თეონა ლეჟავა, ხატია მელქაძე, თეკლა ჯავახაძე, ნინო არჩაია, ანა ზამბახიძე, სოფო ახუაშვილი და ლიკა შუკაკიძე.