10 იანვარი, 2015

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი გასტროლზე მიდის

213 იანვარს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი ახალციხეში გასტროლზე მიემგზავრება.

მანანა ბერიკაშვილის რეჟისურით დადგმული თანამედროვე მიუზიკლი „ჩვენ გველის დიდება“ პროფესიული ქართული თეატრის დაარსებიდან 165-ე და მესხეთის თეატრის დაარსებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება.

საქველმოქმედო სპექტაკლიდან შემოსული თანხა მესხეთის თეატრს მოხმარდება.