14 იანვარი, 2015

ტეილორ სვიფტი პლაგიატში დაადანაშაულეს

taylor1მსოფლიო ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი პლაგიატში დაადანაშაულეს, არადა მომღერალი ყოველთვის იმას ამტკიცებდა ჟურნალისტებთან საუბარში, რომ ყველა კომპოზიციას თვითონ წერს და არ მიაჩნია საჭიროდ სხვისი დაწერილი სიმღერების შესრულება, რადგან მასში მომღერლის სული არ იგრძნობა.

უცხოური ტაბლოიდების ცნობით, მუსიკის კრიტიკოსები ტეილორ სვიფტს პლაგიატში სდებენ ბრალს. მის ბოლო ალბომში “1989” შემავალი სიმღერა How You Get the Girl იმეორებს ამერიკელი მომღერლის კეშას სიმღერის Your Love Is My Drug მელოდიას. ეს სიმღერა კეშას სადებიუტო ალბომის ჰიტი იყო, რომელიც 2010 წელს გამოვიდა.